|
||
SwanRisk - მასების მოძრაობა სვანეთში (საქართველო)სვანეთი წარმოადგენს კავკასიაში საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს მნიშვნელოვანი ფერდობებითა და მეწყრული ზონები, ასევე წყალდიდობებით, რაც ძირითადად მდინარე ენგურის ჭალაში არაერთი სიკვდილისა და საავტომობილო გზების რღვევის საფუძველი გამხდარა. მდინარე ენგურის ჭალა ერთადერთ სახმელეთო დამაკავშირებელ გზას წარმოადგენს საქართველოს ბარის რეგიონებსა და სვანეთის დედაქალაქს მესტიას შორის, რის შედეგადაც გზების ნგრევამ შესაძლებელია დიდი კავკასიონის სხვა ტერიტორიებისაგან მოწყვეტა გამოიწვიოს. აღნიშნული ბუნებრივი რისკები პირდაპირი საფრთხის რისკს ქმნის არა მხოლოდ ადამიანისა და ბუნებისათვის, არამედ მათ მიწისქვეშა და ინფილტრაციულ წყლებთან თანაქმედებაში შესაძლებელია გამოიწვიოს მაგ. ფერდობებიდან მასების მოწყვეტა. გეოლოგიურად განპირობებული მასების მოძრაობის დამატებითი ფორსირება ხდება ეროზიის შედეგად, რაც იწვევს ხეების და ტყის დაკარგვას, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ეროზიას და, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია განხილული იქნას, როგორც ერთგვარი გამაძლიერებელი (მასტიმულირებელი) პროცესი. ამჟამად დაფიქსირებული მყინვარწვერის რეგრესის შედეგად უნდა ვივარაუდოთ პერმანენტულად გაყინული ნიადაგის ლღობა და ასევე ზამთრის ნალექიანობის მუდმივი მატება. ეს წარმოადგენს ჰიდროლოგიური რეჟიმის ცვლილების და საშუალო პერიოდში ფერდობების მზარდი არასტაბილურობის მიზეზს, რაც კიდევ უფრო ძლიერდება გამოდნობილი წყლის მაღალი რაოდენობის წარმოქმნით. BMBF (განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს) მიერ მხარდაჭერილი პროექტით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად მონიტორინგის ფარგლებში ვახორციელებთ სხვადასხვა გეოლოგიურ სამეცნიერო კვლევებს. პროექტის შინაარსის ველში თქვენ შეგიძლიათ გაცილებით დეტალურად გაეცნოთ ჩვენს სამუშაოებს და მიზნებს.
|
||