|
||
სმარტფონის აპლიკაციააღწერილობაiOS და Android აპლიკაციის შექმნით შესაძლებელი იქნება სვანეთში კლდის ჩამოშლისა და მასების მოძრაობის ხდომილებების შეტყობინება. აპლიკაციის მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა აღნიშნული მასების მოძრაობის ტიპისა და რაოდენობის შესახებ. Download:
მოცემულ შემთხვევაში საჭიროა რუკაზე დაკლიკება და ამის შემდეგ შესაბამისი კატეგორიის შერჩევა. შესაძლებელია გაკეთებული იქნას შენიშვნები და მომზადდეს ფოტოები. საბოლოოდ მონაცემები ანონიმურად აიტვირთება ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ამის შემდეგ ჩვენ გადავამოწმებთ ინფორმაციებს და განვახორციელებთ შესაბამისი დამატებების და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტივების შეტანას. აპლიკაციის დაგეგმილი ფუნქციები:
მონაცემთა დაცვაიმისათვის, რომ განახორციელოთ ინფორმაციის მიწოდება ხდომილების (მასის მოძრაობის) შესახებ, ხდება აპარატის ლოკალიზება და ამდენად საჭიროა წვდომა ადგილმდებარეობის მონაცემებზე. ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ხდომილების ლოკალიზაციისათვის. აღნიშნული მონაცემები ჩვენს სერვერს მიეწოდება და შეფასებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხდომილებასთან დაკავშირებით. აპლიკაციაში ფოტოსურათის დამატებისათვის საჭიროა აპარატის კამერაზე ან მედიათეკაზე წვდომა. ფოტოსურათები გადმოვა ჩვენს სერვერზე. ფოტოსურათების მონაცემებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაცემთა ბაზის რეგისტრირებული მომხმარებლების მიერ. არარეგისტრირებულ მომხმარებლებს წვდომა არ გააჩნიათ. აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია მომხმარებლის რეგისტრაციის გარეშე. აქედან გამომდინარე არ ხორციელდება პირადი მონაცემების შენახვა. ხდომილებების ატვირთვისას ხდომილებასთან დაკავშირებული მონაცემები ანონიმურად აიტვირთება ჩვენს სერვერზე. ატვირთულ ფოტოსურათებზე საავტორო უფლება გააჩნია იმ პირს, ვის მიერაც გადაღებული და ატვირთული იქნა ფოტოსურათი. გამოყენების უფლებას ჩვენ მოვიპოვებთ მხოლოდ იმ ფორმით, რომ ჩვენ მონაცემთა ბაზის ფოტოსურათებს გამოვიყენებთ ხდომილების შეფასებისათვის და ასევე მათ ინფორმირებისათვის მივაწვდით შესაბამის სპეციალისტებს. ატვირთული ფოტოსურათები არ გამოქვეყნდება გაზეთებში ან ჟურნალებში, ასევე ისინი არ გამოქვეყნდება ინტერნეტ-გვერდზე.
|
||